მთავარისიახლეებისასამართლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნით მაქსიმუმ ხვალ...

სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნით მაქსიმუმ ხვალ მივმართავთ

Published on

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უფლებადამცველები სასამართლოს დღეს ან ხვალ მიმართავენ. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული დიაგნოზები არა მხოლოდ მისთვის სასჯელის გადავადების, არამედ სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საფუძველს იძლევა.

ადვოკატი ამბობს, რომ დაიკითხება 20-მდე მედიკოსი, მათ შორის მოსამართლეს ჩვენებას მისცემს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.

“დღეს ან მაქსიმუმ ხვალ შევიტანთ, უკვე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, შუამდგომლობაში იქნება ორი მოთხოვნა, ერთი იქნება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, ალტერნატიული სახით შევთავაზებთ სასამართლოს სასჯელის გადავადებას. ანუ იქნება როგორც 284-ე მუხლით, ისე, 283-ე მუხლით. […] არის დიაგნოზები, რომლებიც გათვალისწინებულია სასჯელის გადავადების ჩამონათვალში, ჯანდაცვის მინისტრის შესაბამის ჩამონათვალში, არის სასჯელის გადავადებისთვის საკმარისზე მეტი დიაგნოზები, რომლებიც შედგენილია როგორც უცხოელი ისე ქართველი ექსპერტების”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მოინახულებს.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...