მთავარისიახლეებისაზოგადოებამეორე სკოლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონზე არ გაიყიდა

მეორე სკოლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონზე არ გაიყიდა

Published on

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის წინ, დადიანების სასახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, არ გაიყიდა. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აუქციონზე ბიჯი არ დაფიქსირდა, რის გამოც უძრავი ქონება არ გაიყიდა. ელექტრონული აუქციონი გუშინ საღამოს 16 საათზე დასრულდა. 
აუქციონის პირობის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთაშორისო ბრენდის სახელის მქონე სასტუმრო აეშენებინა, რომელსაც უნდა ჰქონოდა არანაკლებ 120 ნომერი. ამასთან, სასტუმრო დადიანების სასახლის იერსახის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ინვესტორი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 20 მილიონ დოლარს დახარჯავდა.
ქალაქ ზუგდიდის მეერიამ სასტუმროს ასაშენებლად მეორე საჯარო სკოლის წინ მდებარე 12 101 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიტანა აუქციონზე გასაყიდად. აღნიშნულ გადაწყვეტილბას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ დაუშვებელია დადიანების  სასახლის წინ სასტუმროს აშენება, რადგან ის კულტურულ მემკვიდრეობას დაამახინჯებს.
 

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...