მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე: გუშინდელი გიორგობა და პატრიარქის მოსაყდრის დასახელება ისტორიული მნიშვნელობისაა და ეკლესიის...

მეუფე პეტრე: გუშინდელი გიორგობა და პატრიარქის მოსაყდრის დასახელება ისტორიული მნიშვნელობისაა და ეკლესიის წევრების ლუსტრაციის დასაბამი იყო

Published on

მიმაჩნია, რომ სინოდის წევრთა უმრავლესობისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო – განაცხადა მეუფე პეტრემ პატრიარქის მოსაყდრის დასახელებასთან დაკაშირებით.
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტის შეფასებით, გუშინდელი გიორგობა ისტორიული მნიშვნელობის და ეკლესიის წევრების ლუსტრაციის დასაბამი იყო.
 
,,რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას. შევთხოვ უფალს, რომ იყოს ღვთის ნება და წარმატებებს ვუსურვებ მოსაყდრე შიოს,"-განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
 
მან ასევე ისაუბრა მეუფე შიოს უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ მას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილებები, ორგანიზება გაუწიოს საბჭოებს, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს პატრიარქის დავალებები და ისარგებლოს უწმინდესის სრული ნდობით.
 
,,ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უწმინდესის ამ გადაწყვეტილებას. ეს იქნება ლუსტრაცია სინოდისა და ეკლესიის წევრებისთვის. როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს, უშურველობა გენიოსების თვისებაა და გამოჩნდება, ახლა რამდენი გენიოსია,"- აღნიშნა მეუფე პეტრემ.
 
სავარაუდოდ, დღეს საპატრიარქო განცხადებას გამოაქვეყნებს ილია მეორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დანიშვნას და მის უფლება-მოვალეობებს შეეხება. 
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...