მთავარისიახლეებისაქალაქოში პროცესი დაიწყო - სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება

საქალაქოში პროცესი დაიწყო – სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. სხდომას ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ვერც ამჯერად დასწრება.

დღეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ მოინახულა, მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. მისივე ინფორმაციით, ექიმები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ტრანსპორტირების შემთხვევაში მდგომარეობა არ გაუარესდება.

სხდომათა დარბაზში ორივე მხარის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. პროცესს ესწრება სააკაშვილის ოჯახი, ენმ-ს წევრები და სხვა პოლიტიკოსები, მხარდამჭერები.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ იხილოს, რადგან ნათელი გახდება როგორ დამძიმდა მისი მდგომარეობა.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...