მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დღეს სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დღეს სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ

Published on

მესამე პრეზიდენტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სავარაუდოდ სპეციალური ეტლით მიიყვანენ. მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს დაესწროს. როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილს სავარძლის გარეშე გადაადგილება გაუჭირდება:

“იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების ჩაშლის, გადადების, გადაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება ალბათ გადასაადგილებელი სავარძლით, იმიტომ, რომ მას ასეთ მანძილზე ჩაჯდეს, ფიზიკურად შეუძლებელია” ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 15 საათზეა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი სხდომას დაესწრება, ეს იქნება მისი პირველი საჯარო გამოჩენა ხანგრძლივი პაუზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებულად დამძიმების შემდეგ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...