ზუგდიდის ახალ არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მედიას ახალი გუნდი წარუდგინა. ლაშა გოგიამ ვიცე-მერად გია გულორდავა, ხოლო მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა წარადგინა.გულოდავა აქამდეც ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა, მაიზერ ნანავა კი საკრებულოს თავმჯდომარე იყო.ზუგდიდის მერმა დღესვე სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა. ლაშა გოგიას განცხადებით, კადრების დაკომპლეტება პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდა. ,,ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ საჭიროებეზე რაც ჩვენს მუნიციალიტეტს და ჩვენს ხალხს აქვს“ – განაცხადა ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს.ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს თენგიზ ქობალია უხელმძღვანელებს. ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურს რუსლან კილასონია უხელმძღავნელებს, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობას მურთაზ ბოკუჩავა შესარულებს. შესყიდვების სამსახურს გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. ის აქამდეც ზუგდიდის გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა.სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს ექიმი, პედიატრი ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს, ის იდენტურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ქალაქის მერიაში.განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალოებას მაია ჩიტაია შესარულებს. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი – იურისტი ბაკურ კვეტენაძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე ზუგდიდის გამგეობაშიც მუშაობდა.მერიის ადმინისტაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს.სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურს პოლკოვნიკი გია მანჯგალაძე უხელმძღვანელებს.
სიახლეები
საზოგადოება
ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...
საზოგადოება
“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა
შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...
საზოგადოება
ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი
ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...
საზოგადოება
“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი
მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...