მთავარისიახლეებისაზოგადოებარა უფლებები აქვს ტახტის მოსაყდრეს?

რა უფლებები აქვს ტახტის მოსაყდრეს?

Published on

პატრიარქის მიერ ტახტის მოსაყრდრის დასახელებას მოყვა კითხვები :  რა უფლებები აქვს ტახტის მოსაყდრეს? რას ნიშნავს ანდერძით მოსაყდრის დატოვება? არსებობს თუ არა ეკლესიის მოქმედი წინამძღოლის მიერ ტახტის მოსაყდრის სიცოცხლეშივე, ღიად დასახელების პრეცედენტი ?
 
თეოლოგები განმარტავენ, რომ: 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების თანახმად, რომელიც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო, ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, ეკლესიას მართავს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
ასევე, საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ;
ტახტის მოსაყდრე საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად;
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი მოსაყდრე;
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ მოუწვევია კათოლიკოს-პატრიარქს ან მოსაყდრეს, უკანონოა;
საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე გადაწყვეტილებას იღებენ ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე;
საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებებს პირველად ხელს აწერს კრების თავმჯდომარე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე;
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის მოწვევის ადგილს ირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე;
საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა;
 
საქართველოს ეკლესიაში ანდერძის თემა 1940-იან წლებში გაჩნდა, როდესაც კათოლიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ ანდერძით მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი მელქისედეკ ფხალაძე. იმ დროს ეკლესიის მმართველობა ფაქტობრივად მოშლილი იყო და სინოდში 2-3 მღვდელმთავარი იყო წარმოდგენილი. მაგრამ, ანდერძის თემას მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა არ იცნობს. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა, წმინდა სინოდზე ირჩევს ან ქიროტონიით (ეპისკოპოსად ხელდასხმა) უპირატეს მღვდელმთავარს ავალებს.
 
 ეკლესიის ისტორია მოსაყდრის დასახელების  შემთხვევებს იცნობს, მათ შორის, საქართველოშიც. 1925 წელს, ციხიდან გამოსულმა კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ ნოემბრის თვეში ტახტის მოსაყდრედ დაადგინა კალისტრატე ცინცაძე, რომელიც დეკანოზობიდან ერთ დღეში გამოარჩიეს ეპისკოპოსად და აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო. მაგრამ მაშინ კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის მეთაური ვერ გახდა. პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. პატრიაქის ტახტზე უწმინდესი კალისტრატე ხუთი წლის შემდეგ ავიდა.

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...