მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილის გათავისუფლების კამპანია და დიდი პროტესტი რუსთაველზე - გიორგი მუმლაძის გეგმა

სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია და დიდი პროტესტი რუსთაველზე – გიორგი მუმლაძის გეგმა

Published on

მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტი, გიორგი მუმლაძე, იმ სამოქმედო გეგმასა და ამოცანებზე საუბრობს, რომელსაც ის ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.

კანდიდატის თქმით, მისთვის მთავარ პრიორიტეტებს სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, საპროტესტო მოძრაობა, პარტიის ფინანსური გამჭვირვალობა და საზღვარგარეთ წარმომადგენლობების შექმნა წარმოადგენს.

აუცილებლად დაიწყება კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ეს იქნება რუსი ოლიგარქის იძულების კამპანია, რომელიც მიემართება მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მოძრაობის დაწყებით. დაიწყება და გაგრძელდება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სახლებთან და „ქართული ოცნების“ ოფისებთან, რაც საბოლოო ჯამში, აი, აქ რუსთაველზე ძალიან დიდ პროტესტს მოიტანს და ამ პროტესტით დასრულდება რუსული რეჟიმი.

პარტია უნდა გახდეს აქტიური მხარდამჭერების კუთვნილება, დაინერგება ფინანსური გამჭვირვალობის ახალი მოდელი. ყოველ სამ თვეში პარტია წარადგენს ფინანსურ ანგარიშს. უნდა დაინერგოს შიდა დემოკრატიის მაღალი სტანდარტი.

ყველა თანამდებობა იქნება არჩევითი, პოლისაბჭო გახდება მთავარი პოლიტიკური ორგანო, რომელიც თვეში ერთხელ შეიკრიბება და შეამოწმებს, რაელაურად, რას აკეთებს პარტია. ყველა დიდ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ემიგრანტების დიდი კოცენტრაციაა, იქ გაიხსნება ჩვენი წარმომადგენლებობი. თუ ფორმალური რაიმე შეფერხება არ მქონდა, მე არავითარ შემთხვევაში არ მოვხსნი კანდიდატურას. ეს აბსურდია. – ამბობს გიორგი მუმლაძე.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...