მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი უკრაინელებს სთხოვს შეზღუდონ ელექტროენერგიის მოხმარება

ზელენსკი უკრაინელებს სთხოვს შეზღუდონ ელექტროენერგიის მოხმარება

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიზნესს და რიგით უკრაინელებს განაგრძონ ელექტროენერგიის დაზოგვა, რადგან 21 ნოემბერს ენერგეტიკოსებს კვლავ მოუწიათ ელექტროენერგიის არაგეგმიური შეწყვეტა უკრაინის რიგ რეგიონებში.

მისი განცხადებით, არაგეგმიური გამორთვა გამოწვეული იყო მოხმარების უფრო მაღალი დონით, ვიდრე ამ დროისთვის ქვეყანას შეუძლია.

“მინდა მივმართოთ რეგიონული ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემის ყველა წარმომადგენელს: გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ელექტროენერგიის რაციონალური მოხმარების შესახებ კომუნიკაცია.

რა თქმა უნდა, ენერგეტიკის მუშაკები, კომუნალური მომსახურების მუშაკები, მაშველები და ყველა მონაწილე მაქსიმალურად მუშაობს. მაგრამ რუსი ტერორისტების თავდასხმების შედეგად ჩვენი ენერგეტიკის სფეროს სისტემური ზიანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე და ბიზნესი ძალიან ეკონომიური უნდა იყოს და მოხმარების განაწილება უნდა მოხდეს დღის საათების მიხედვით”, – ამბობს ზელენსკი.

მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კიევის, ვინიცას, სუმის, ტერნოპოლის, ჩერკასის, ოდესის რაიონებში და ზოგიერთ სხვა დასახლებაშიც.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...