მთავარისიახლეებიმომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ₾7, ექთნის კი ₾4,4-ით განისაზღვრება

მომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ₾7, ექთნის კი ₾4,4-ით განისაზღვრება

Published on

2023 წლის 1-ლი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ექთნების კი საათში 4.4 ლარით – თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.

ახალი რეფორმის თანახმად, პირველი იანვრიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას უჩნდება ვალდებულება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, სამინისტროს მიერ წარდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის – 5,6 ლარით განისაზღვრება.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...