მთავარისიახლეებიპოლიტიკავარდების რევოლუცია - ტრანსფორმაცია, რომელსაც ემყარება დამოუკიდებლობაც, დემოკრატიაც და ყველა სახელმწიფოებრივი ღირებულება

ვარდების რევოლუცია – ტრანსფორმაცია, რომელსაც ემყარება დამოუკიდებლობაც, დემოკრატიაც და ყველა სახელმწიფოებრივი ღირებულება

Published on

დღეს ვარდების რევოლუციის დღეა. 2003 წლის  23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შევიდნენ  საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, ხოლო რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".
 
ეს დღე ნამდვილი რევოლუციური ცვლილებების დასაბამი გახდა. ამ ცლილებების შედეგად საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან გადაიქცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი გარდაქმნის ყველაზე წარმატებულ მაგალითად.. 
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რაც ქვეყანამ "ვარდების რევოლუციის" შედეგად მიიღო სოციალური ტრანსფორმაციაა. – ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, შარსან ამ დღეს შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
"როცა მეკითხებიან, რა მოხდა ყველაზე მთავარი საქართველოში, ჩემი პირველი პასუხია – სოციალური ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია, რომელსაც ემყარება დამოუკიდებლობაც, დემოკრატიაც და ყველა სახელმწიფოებრივი ღირებულება", – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო მამაცი ხალხის სამშობლოა, რომელიც კორუფციასა და ნიჰილიზმს არასდროს დაუბრუნდება.
 
 
"ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ მთავარია, რომ როგორც არ უნდა დაეცე, ფეხზე წამოდგომა შეძლო. სწორედ ასეთია საქართველო – მამაცი ხალხის სამშობლო, რომელიც არასდროს დაბრუნდება კორუფციასა და ნიჰილიზმში. ჩვენ უკვე მაღალ მატერიალურ ფასეულობებზე – დემოკრატიულ მიღწევებზე ვსაუბრობთ", – განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
 
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ჩვენი რეგიონი ახლა რთულ პირობებში იმყოფება და იქ არსებული სურათი მხოლოდ კრემლის მტრული დამოკიდებულების ბრალია".
"რომ არა კრემლის მტრული დამოუკიდებულება, სულ სხვა სურათი იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება ნორმალური განვითარება. პირობები დემოკრატიის ასაშენებლად", – დასძინა სააკაშვილმა.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...