მთავარისიახლეებისაზოგადოებაISW: რუსეთში მობილიზაციისთვის ფარულად ემზადებიან

ISW: რუსეთში მობილიზაციისთვის ფარულად ემზადებიან

Published on

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად ემზადება.

ექსპერტების აზრით, ეს დამატებით ტვირთად დააწვება ისედაც გადატვირთულ რუსულ აპარატს სამხედრო რეზერვის ფორმირებისთვის.

“18 ნოემბერს რუსული ტელეგრამის არხები აქტიურად განიხილავდნენ ნიშნებს, რომ კრემლი ემზადებოდა მობილიზაციის მეორე ტალღისთვის. კერძოდ, მათ ინტერნეტში გაავრცელეს გამოძახების სურათი, რომელიც მიიღო პეტერბურგელმა, რომელსაც დაევალა გამოცხადებულიყო მობილიზაციაზე 2023 წლის იანვარში, ეს იმ ფონზე , რომ, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს გამოაცხადა” – წერს ISW.

ამასთან ექსპერტების ცნობით, რუსეთის ხელისუფლებას სრულად არ შეუწყვეტია სამობილიზაციო საქმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილიზებულთა გარკვეული რაოდენობა კვლავ წვევამდელებთან ერთად გადის წვრთნას.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს მობილიზებულ და წვევამდელთა მომზადების კიდევ უფრო დაბალ ხარისხს. მობილიზაციის მორიგი ტალღა უახლოეს თვეებში მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და, სავარაუდოდ, რუსული ჯარების საერთო ხარისხს, რომლებიც განლაგდებიან უკრაინის ფრონტის ხაზზე.

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...