მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" დამატებით კვლევებს უტარებენ - კონსილიუმი დღესაც გაგრძელდება

მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში” დამატებით კვლევებს უტარებენ – კონსილიუმი დღესაც გაგრძელდება

Published on

ამ წუთებში კლინიკა ვივა მედში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება.

ვივა მედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი ანალიზების გაკეთება აუცილებელი გუშინდელი დიაგნოზების შემდეგ გახდა. მისივე ინფორმაციით, პირველი საათისთვის კლინიკაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება სამედიცინო კონსილიუმი, რომლებიც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას გააგრძელებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, დამატებითმა კვლევებმა უნდა დაადგინოს აქვს თუ არა მესამე პრეზიდენტს ტუბერკულოზი და რატომ აწუხებს მას სახსრების ტკივილი.

“კვლევა ორ დაავადებაზე გაკეთდება. სახსრების ტკივილთან დაკავშირებით და ტუბერკულოზთან დაკავშირებით, დანარჩენი კი უფრო დეტალურად, ეს საკითხები გაიგზავნება ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანთან სამედიცინო დაწესებულებაში და ქალბატონი მარიამი ამას უკეთესად აუხსნის ამას საზოგადოებას,” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ საბოლოო დასკვნას ცენტრი “ემპათია” 2 დღეში გამოაქვეყნებს.

ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კონსილიუმის დასკვნაში ჩაიწერება, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა არის მძიმე, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ მესამე პრეზიდენტის სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადდეს და იგი საზღვარგარეთ გაუშვან სამკურნალოდ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...