მთავარისიახლეებიპოლონეთს ვთავაზობთ მხარდაჭერას და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში - NATO-ს და G7-ის განცხადება

პოლონეთს ვთავაზობთ მხარდაჭერას და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში – NATO-ს და G7-ის განცხადება

Published on

ბალიში, “დიდი ოცეულის” სამიტზე მყოფი ნატო-სა და “დიდი შვიდეულის” ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ღამით ნატო-ს წევრი ქვეყნის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

“ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც რუსეთმა განახორციელა სამშაბათს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც მოხდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთის მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირში, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ქვეყნები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე.

ცობისთვის, სამშაბათს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და დაადასტურა, რომ ის რუსული წარმოების იყო. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას “არაფერი აქვს საერთო” პოლონეთში მომხდართან.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...