მთავარისიახლეებირუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

Published on

სამშაბათს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში. ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედეროვი ავრცელებს.

“ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში, 24-ე ლიცეუმის მახლობლად, სადაც კიდევ ერთი ოკუპანტების ბუდეა თავმოყრილი”, – თქვა ივან ფედოროვმა Telegram-ზე.

მისი თქმით, წინასწარი ცნობით, მეზობელ სახლში აფეთქების ტალღამ მე-4 სართულამდე მინები ჩაამტვრია.

კვირას Telegram-ის პოსტში ფედოროვმა თქვა, რომ რუსულმა ძალებმა მელიტოპოლი გადააკეთეს “უზარმაზარ სამხედრო ბაზად”. მისი თქმით, რუსი სამხედროები ადგილობრივების სახლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სახლდებიან, საცხოვრებელ პუნქტებში სამხედრო ტექნიკას ათავსებენ.

სიახლეები

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...

შსს- ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2003...

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...