მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ წუთებში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ ინტენსიური სროლისა და ძლიერი აფეთქების...

ამ წუთებში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ ინტენსიური სროლისა და ძლიერი აფეთქების ხმა ისმის.

Published on

ამ წუთებში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ ინტენსიური სროლისა და ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. ადგილზე, სპეცდანიშნულების რაზმმა კიდევ ერთი შტურმი განახორციელა.
  კორპუსში მყოფმა პირებმა.სავარაუდოდ, ცეცხლს საპასუხო სროლით უპასუხეს
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გარე პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
თბილისში მიმდინარე სპეც ოპერაციას "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" ლიდერი თამარ ჩხეიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ეხმაურება:
"მიმდინარე სპეცოპერაციის ამბავი ძალიან მაშფოთებს. მართალია ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ძალიან, ძალიან მეეჭვება შუა ქალაქში, საცხოვრებელ კორპუსების ტერიტორიაზე რამით იყოს გამართლებული ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების წამოწყება. ამ ხალხს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, მძევლები ხომ არ ყოლიათ აყვანილი, ვინმეს ხომ არ კლავდნენ?!! ნუთუ არ არსებობდა ალტერნატიული გზა! ეს ძალიან სახიფათოა ისედაც ძლიერ აფეთქებასაშიშ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად. თანაც მოსახლეობის ასეთ დღეში ჩაგდება შეიძლება? იყო ამისთვის საკმარისი მიზეზი?თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლება სრულიად არასაიმედოა და თუნდაც
შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი ბიზნესით, როგორც ცნობილი გახდა, პირდაპირ მიბმულია რუსეთზე?"-წერს ჩხეიძე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...