მთავარისიახლეებისაზოგადოებასტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

Published on

სტამბოლში, ისკალელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) აკისრებს.

PKK მებრძოლთა დაჯგუფებაა, რომელიც თურქეთში დამოუკიდებელ ქურთთა სახელმწიფოს შექმნას ითხოვს. ევროკავშირი და აშშ მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

მანამდე ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ აფეთქება ქალის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო.

იუსტიციის მინისტრმა კი ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ქალი ისკალელიოს ქუჩაზე 40 წუთის განმავლობაში სკამზე იჯდა და იქაურობა აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.

აფეთქება სტამბოლში გუშინ 13 ნოემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....