მთავარისიახლეებიპუტინი არ დაესწრება G20-ის სამიტს - რუსეთის საელჩო

პუტინი არ დაესწრება G20-ის სამიტს – რუსეთის საელჩო

Published on

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას, ბალიში G-20-ის ლიდერების სამიტს პირადად არ დაესწრება. ამის შესახებ ინდონეზიაში რუსეთის საელჩოს CNN-ს განუცხადა.

საელჩოს პროტოკოლის უფროსმა იულია ტომსკაიამ თქვა, რომ სამიტზე პუტინს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს. მისივე თქმით, პუტინს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა ერთ-ერთ შეხვედრას ონლაინ ფორმატში.

მანამდე მედია წერდა, რომ მოგზაურობის გაუქმების გადაწყვეტილების მიზეზი კრემლში არსებული შიში იყო, რომ დასავლელი ლიდერები პუტინს მოერიდებოდნენ, თავს აარიდებდნენ ან დაუპირისპირდებოდნენ უკრაინაში ომის გამო.

ღონისძიების წინ, დასავლეთის ქვეყნებმა და უკრაინამ მოახდინეს ზეწოლა ინდონეზიაზე, G20-ის სამიტის მასპინძელზე, რომ გააძლიეროს მოსკოვის ქმედებების დაგმობა, ასევე, მოუწოდეს სამიტზე პუტინის მიწვევა გაეუქმებინა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...