მთავარისიახლეებიმსოფლიოხერსონი უკრაინის წიაღში ბრუნდება - ყველაფერი, რაც რაც უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ

ხერსონი უკრაინის წიაღში ბრუნდება – ყველაფერი, რაც რაც უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ

Published on

ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა თებერვალში დაიკავეს მას შემდეგ, რაც ყირიმიდან საოკუპაციო ჯარები გადმოსხეს. კირილ სტრემოუსოვბი, რომელიც 9 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ხოლო მანამდე ხერსონის კოლაბორაციული ადმინისტრაციის მერის მოადგილე (ვიცე-გუბერნატორი) იყო, ერთ-ერთი პირველი დახვდა ქალაქის შესასვლელთან ოკუპანტებს და მათ ქალაქში შეუძღვა. 

ხერსონელებმა მშვიდობიანი წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპანტებს, იმართებოდა მიტინგები, თუმცა, რუსი სამხედროები მათ არბევდნენ, განსაკუთრებით აქტიურ, ლიდერის თვისებების მქონე პირებს კი იტაცებდნენ. 

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ხერსონი ოკუპირებულია, ქალაქში მოქმედებდნენ პარტიზანები, რომლებსაც არაერთი პროუკრაინული აქტიურობა უკავშირდება. 

ისტორიული მომენტი 9 ნოემბერს, შუადღეს დადგა: ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ხელმძღვანელმა, გენერალმა სუროვიკინმა დაადასტურა, რომ ხერსონში ნაწილების მომარაგება და ქალაქის ფუნქციონირება შეუძლებელია, რაც ქალაქის დატოვებას ნიშნავს. სერგეი შოიგუსგან მიღებულია დაცალება მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ჯარების გადაყვანისა და მარჯვენა ნაპირის დატოვების შესახებ, რის შემდეგაც მოვლენები ნელა, მაგრამ უკრაინისთვის სასარგებლოდ ვითარდება. 

აი, რას ჰყვება ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც სწორედ ხერსონის მიმართულებაზე იბრძვის:

 “ჩვენი ჯარები ახლა შედიან სოფლებში, სადაც რუსები იყვნენ. მოწინააღმდეგე იქ უკვე აღარ არის, ამიტომ არც შემხვედრი ბრძოლებია. მაგრამ წინსვლას აძნელებს მასობრივი დანაღმვა, რაზეც გვაქვს ინფორმაცია. ამიტომ ძალიან ნელა მივიწევთ წინ. ხერსონიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მედესანტეების საკადრო ნაწილი უკვე გადავიდა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ახლა კი იწყება მობილიზებულთა გადასროლა”, – ამბობდა ის საღამოს. 

ხერსონისა და მთლიანად, დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილება რუსულ ფორუმებსა და არხებზე დიდი გულისწყრომა გამოიწვია. აი, რას წერდნენ რუსეთის მოქალაქეები:

“ეს წუთია, ჩვენმა უშიშარმა არმაგედონ-გენერალმა და თავდაცვის მინისტრმა ხერსონის დათმობის შესახებ გამოაცხადეს…”;

“თქვენ არაფერი გესმით, ეს მხოლოდ გადაჯგუფებაა…”

“ასეთი “გადაჯგუფება” უკვე სამჯერ ვნახე: ჯერ კიევის მისადგომებიდან უკნდახევა, მერე ხარკოვიდან, ახლა კი ხერსონი… რამდენი რუსი ჯარისკაცი ჩაწვა არადა…”

“ვერა, ვერ შვა რუსეთმა ახალი სოვოროვი…”

“გზა ყირიმისკენ ხსნილია – იქაც გავუფრთხილდეთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს…”

“სამარცხვინოა ეს ყველაფერი…”. 

რაც შეეხება უკრაინის ოფიციალურ პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს: “მოდით, ვიყოთ სამართლიანები: “ხერსონიდან რუსეთი კი არ გადის, გავაგდეთ”. 

რუსეთის მხრიდან უკანდახევისა და დნეპრის მარცხენა ნაპირზე გამაგრების შესახებ გაჟღერებული ინფორტმაციის მიუხედაცვად, უკრაინელები “უსიამოვნო სიურპრიზებს” არ გამორიცხავენ და ამჯობინებენ, ქალაქისკენ ფრთხილად წაიწიონ წინ. ბოლო საათებში ისინი რამდენიმე დასახლებულ პუნქტში შევიდნენ და ხერსონიდან სულ რაღაც 27 კმ აშორებთ. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ხერსონში უკრაინელთა დაბრუნების შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული “ჰაიმარსის” რაკეტებისთვის დაფარვადი ხდება…

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...