მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში დაკრძალეს

Published on

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

მანამდე კი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა. ქართველი მებრძოლი ეკლესიიდან ტაშით გამოაცილეს.

დაღუპულ ქართველს დღეს პატივი მიაგო უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმაც. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს და სწორედ ამიტომ იბრძვიან ქართველები უკრაინაში პუტინის ომში.

“პატივი მივაგე მებრძოლს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ის 25-ე ბატალიონის გამორჩეული სამხედრო იყო. ქართველები დღეს უკრაინაში იმიტომ იბრძვიან, რომ ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს ერთი მტერი, რუსეთი ჰყავს. ისინი ვინც ნამდვილი პატრიოტები არიან და უყვართ თავიანთი ქვეყანა მიდიან და ეხმარებიან ჩვენს მებრძოლებს ერთიანი მტრის მოსაგერიებლად”, – ამბობს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი.

პუტინის ომის მორიგი მსხვერპლი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.

40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...