მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება, ჩვენ ვემზადებით, რომ ვუპასუხოთ - ზელენსკი

რუსეთი ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება, ჩვენ ვემზადებით, რომ ვუპასუხოთ – ზელენსკი

Published on

“ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ირანი ეხმარება. მისი თქმით, ირანული რაკეტებით რუსეთი თავს ესხმის უკრაინულ ინფრასტრუქტურებს.

ზელენსკის თქმით, რომ არა ირანული იარაღის მიწოდება, უკრაინა ახლა უფრო ახლოს იქნებოდა მშვიდობასთან.

“ჩვენ გვესმის, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები.

ჩვენ ვემზადებით, რომ ვუპასუხოთ”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც გამოაცხადებენ, რომ უკრაინას გაუწიეს სრული დაცვა რუსული საფრთხისგან როგორც ზღვაზე, ასევე ცაში.

სიახლეები

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...