მთავარისიახლეებიმსოფლიო„ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია'' - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ

„ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია” – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ

Published on

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ  ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია.  როუჰანის ეს განცხადება ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდა.
 
„მადლობას ვუხდი ისლამის ყველა მებრძოლს, ჩვენს დიპლომატებს, მთავრობას, ერს, სულიერ ლიდერს, ერაყისა და სირიის შეიარაღებულ ძალებს და ხალხს იმ დაჯგუფების დამარცხებისთვის, რომელმაც ყველას მხოლოდ ბოროტება და ტანჯვა მოუტანა. სამუშაოს უდიდესი ნაწილი სირიის, ერაყის და ლიბანის ჯარებმა და ხალხებმა შეასრულეს, ჩვენ კი მათ ვეხმარებოდით, ვინაიდან ამას ჩვენი რელიგიური, ისლამური ვალი მოითხოვს“, – განაცხადა როუჰანიმ.
 
ირანის პრეზიდენტის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ არის „ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც კვებით და იარაღით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და რეგიონის ზოგიერთი რეაქციულად განწყობილი ქვეყნები ამარაგებდნენ“. 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....