უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას, რომელიც უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების საკითხს ეხებოდა, რამდენიმე საათში პარტია "ახალი ძალების მოძრაობამ" უპასუხა. პრესკონფერენციაზე პარტიის წევრებმა ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან, სისტემური ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტისა და ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეთა უკრაინიდან გატაცებისა და დეპორტაციის ფაქტებზე.პარტიის წევრების განმარტებით, ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში არა ერთი სარჩელია შეტანილი."დღეს უკრაინაში "ღირსების რევოლუციის" შემდეგ უპრეცედენტო რეპრესიების სერია ხორციელდება. მიმდინარეობს უკრაინელების დაშინება, იმ მიზნით, რომ მათ პრეზიდენტის და მისი გარემოცვის კორუფციულ ქმედებებს ყურადღება არ მიაქციონ. ჩვენ ეს არ შეგვაჩერებს. არ გავჩუმდებით, როდესაც საუბარია უმაღლესი რანგის კორუფციასა და როდესაც ანტიკორუფციული ორგანოების განადგურების მცდელობა მიმდინარეობს," – განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ნარდეპ დერევიანკომ. მოგვიანებით უმაღლესი რადას შენობასთან პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა საჯარო ლექცია გამართა.„ჩვენ არ გვაქვს უფლება შევინარჩუნოთ სტატუსკვო, ეს უკრაინას დააზარალებს და შესაძლოა, სეპარატიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი. არ უნდა გავჩერდეთ ადგილზე იმ ჭაობში, რომელშიც ჩაგვითრიეს. უკრაინას აქვს ადამიანური და ეკონომიკური ზრდის უდიდეს პოტენციალი. პოროშენკო ეხვევა ოფშორებთან დაკავშირებულ სკანდალებში, მაგრამ მთავარი აქ ის კი არაა, რომ ეს კანონდარღვევაა, არამედ ის, რომ პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის არ სჯერა. სათავეში უნდა მოვიდეს ახალი ფორმაცია, რომელიც უკრაინისთვის იმუშავებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....
სიახლეები
რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი
„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...
სიახლეები
რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა
ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა.
თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...
სიახლეები
რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU
კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...