მთავარისიახლეებიპოლიტიკასააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

Published on

როგორც მოსალოდნელი იყო, “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენდირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასართლომ პატიმრობაში დატოვა – გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას კერძო კომპანიის მანქანით სარგებლობის, ე.წ. პორშეს ეპიზოდის გამო მიუსაჯა პატიმრობა.

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...