მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავრობა თხილის მოვლა-მოყვანას დაასუბსიდირებს

მთავრობა თხილის მოვლა-მოყვანას დაასუბსიდირებს

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა თხილის მოვლა-მოყვანას დაასუბსიდირებს.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილება, სექტორში არსებული პრობლემების გათვალისწინებით მიიღეს.

ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. 2017 წლიდან შემოვიდა ფაროსანა, ამან გამოიწვია დიდი კლება თხილის წარმოების, წელსაც მაინც და მაინც კარგი მოსავალი არ იყო, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე კრიზისიდან გამომდინარე. ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირების გზით, ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს”, – თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...