მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 50-ზე მეტი მასწავლებელი დააკავეს

თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 50-ზე მეტი მასწავლებელი დააკავეს

Published on

თურქეთში მოძრაობა "ჰიზმეტის" ლიდერ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით სულ მცირე 51 მასწავლებელი დააკავეს, რომლებიც მანამდე სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.პედაგოგები პროკურატურის გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს. დანარჩენი ეჭვმიტანილების ასაყვანად კი ოპერაცია გრძელდება.თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას.  მოძრაობა "ჰიზმეტის" ლიდერი ბრალდებას უარყოფს.2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.ფეთჰულა გიულენი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი გადაცემის მოთხოვნით თურქეთმა შტატებს არა ერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. თავად ფეთჰულა გიულენს მიაჩნია, რომ აშშ მის თურქეთში ექსტრადიციას არ მოახდენს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...