მთავარისიახლეებისაზოგადოებასარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც თურქეთში 1 100 ფუტკარი სხეულზე დამაგრებული ყუთებით...

სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც თურქეთში 1 100 ფუტკარი სხეულზე დამაგრებული ყუთებით გადაჰყავდა

Published on

თურქეთში დაკავეს კაცი, რომელსაც საქართველოდან, სარფის გავლით ქვეყანაში 1 100 ფუტკარი სხეულზე მიმაგრებული ხის ყუთებით გადაჰყავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, კაცმა სარფის საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, თუმცა მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს. გაჩხრეკის დროს გაირკვა, რომ თითო ხის ყუთში 1 დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი იყო მოთავსებული.

უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული კაცი.

გარდა ამისა, სარფის საზღვარზე, თურქეთში შესული ავტომანქანის საწვავის ავზში 104 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა დამატებით საწვავის ავზზე მუშაობდა, რომელიც თაფლით სავსე ავზის გვერდით იყო დამაგრებული.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...