მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმებს უჭირთ დადგენა, საიდან აქვს ტემპერატურა...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმებს უჭირთ დადგენა, საიდან აქვს ტემპერატურა | ხაჭაპურიძე

Published on

ადვოკატებისა და ოჯახის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს უკვე რამდენიმე კვირაა მაღალი ტემპერატურა აქვს.

ამერიკელმა ექსპერტებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის ნაწილი გამოაგზავნეს, ადვოკატები და ცენტრი “ემპათია” ახლა ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა მომზადდება.

უფლებადამცველების შეფასებით, სწორედ ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული მიმართავენ თუ არა სასამართლოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით.

“ახლა მიდის ამ დასკვნების შეჯერება და განთავსება საერთო დასკვნაში. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევით ნაწილს, ჯერ არ დასრულებულა, უახლოეს დღეებში ველოდებით. ყველაფერი განთავსდება ძირითად დასკვნაში და გაიცემა საბოლოო დასკვნა. დღესაც ვნახე და საკაოდ რთულია, სამედიცინო პერსონალს და კლინიკას უჭირს დადგენა, თუ საიდან აქვს ტემპერატურა. დაიდება საბოლოო დასკვნა და ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ რა ფორმით და მივმართოთ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით”, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში ადვოკატებს საფუძველი ექნებათ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვონ.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...