მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე მუშაობს - ლაიენი

ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე მუშაობს – ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, შესაბამისად, 2023 წელს დახმარება ჯამში 18 მილიარდი ევროს ფარგლებში იქნება.

ამის შესახებ მან დღეს ბერლინში უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინას თვეში დაახლოებით 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფარად, კერძოდ, ექიმების, მასწავლებლებისა და სამხედროების ხელფასები.

“უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა. ევროკავშირი მზად არის უზრუნველყოს ეს და მე ვმუშაობ წევრ ქვეყნებთან”, – განაცხადა მან.

მიმდინარე წელს უკრაინის თვიური ბიუჯეტის დეფიციტი თვეში 4-5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომელიც უკრაინამ დაფარა საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით და ეროვნული ბანკის მიერ გრივნას გამოშვებით.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...