მთავარისიახლეებიმსოფლიოარგენტინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს

არგენტინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს

Published on

არგენტინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს. უწყება ახლა ცდილობს სიგნალის კოორდინატების დადგენას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
 
 
არგენტინის საჰაერო-საზღვაო ძალები უკვე 15 ნოემბრიდან ვერ უკავშირდებიან წყალქვეშა ნავს "სან-ხუანს", რომელიც ატლანტის ოკენეში გაუჩინარდა. წყალქვეშა ნავზე ეკიპაჟის 44 წევრია.
 
 
არგენტინა ინტენსიურად აწარმოებს  სამძებრო სამუშაოებს, რომელშიც ჩართულია გამანადგურებლები, ფრეგატები და თვითმფრინავები.
 
 სამძებრო სამუშაოებში მონაწილობს სააგენტო NASA-ც , მან სავარაუდო კატასტროფის ადგილას თვითმფრინავი P-3 Orion გააგზავნა, რომელიც ანტარქტიდის კვლევებისთვისაა განკუთვნილი. თვითმფრინავი ისეთი მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომელსაც ყინულის სისქის გაზომვა შეუძლია.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...