მთავარისიახლეებიმსოფლიოჩვენ ამას გავუმკლავდებით, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს - ზელენსკი

ჩვენ ამას გავუმკლავდებით, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხის გზა გამარჯვებისკენ ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უკრაინელები ამას გაუმკლავდებიან.

“ჩვენი გზა გამარჯვებისკენ ადვილი არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვართ: ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს. ჩვენ ვნახავთ ჩვენს მესაზღვრეებს და მტრის ზურგს. ვნახავთ როგორ უბრწყინავს ჩვენ ხალხს თვალები და აკნინებს ოკუპანტებს. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გუშინ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მტრის გზა არის დამარცხება, სირცხვილი და გმობა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის გზა არის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციისა და სოციალური განვითარების გზა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...