მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ ხელისუფლებამ ღიად თქვა უარი EU-ს რეკომენდაციების შესრულებაზე - მელია მურუსიძე-გვრიტიშვილის დაბრუნებაზე

გუშინ ხელისუფლებამ ღიად თქვა უარი EU-ს რეკომენდაციების შესრულებაზე – მელია მურუსიძე-გვრიტიშვილის დაბრუნებაზე

Published on

სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავტორიტეტს მოკლებულ კორუფციულ -კლანურ სისტემად, რომელიც რუს ოლიგარქს მოსწონს – ასე აფასებს ენმ-ს ლიდერი და თავმჯდომარე ნიკა მელია იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნებას.

ნიკა მელიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით, “ოცნების” ხელისუფლებამ დასავლეთს ღია ბრძოლა გამოუცხადა და უარი უთხრა 12 პუნქტი შესრულებაზე.

“გუშინ მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩია ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ვინ არის მურუსიძე და რა რეპუტაციის მქონეა ყველამ ვიცით. გუშინ სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ღიად უარი თქვა ევროკავშირის მიერ გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებაზე და სისტემის რეფორმირებაზე.” განაცხადა ნიკა მელიამ

ენმ-ს ლიდერი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს – “ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია” ამბობს მელია.

“გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება”- ამბობს მელია.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გუშინ, 23 ოქტომბერს აირჩიეს.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...