მთავარისიახლეებისაზოგადოებამოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა - არესტოვიჩი

მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა – არესტოვიჩი

Published on

რუსებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოსახლეობის შემადგენლობის შეცვლა და შემდეგ ფსევდორეფერენდუმის ჩატარებაც კი შეუძლიათ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მან რუსების მასობრივ შემოდინებას საქართველოში, პრორუსული ხელისუფლების არსებობის პირობებში, კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელმა მმართველმა ძალამ დაანგრია ყველაფერი, რაც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა:

საქართველოში 300 ათასი რუსის ყოფნა კატასტროფაა, მითუმეტეს პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი ხელისუფლების გათვალისწინებით, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და რომელმაც დაანგრია ყველაფერი რაც კი სააკაშვილმა შექმნა. პოლიცია ისევ კორუმპირებულია და ისევ ყველაფერი იყიდება. ამას თავად ქართველები ამბობენ. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. წარმომიდგენია როგორ იგლეჯენ თმას ისინი ვინც სპეცსამსახურებსა და მთავრობაში მუშაობენ და პატრიოტულად განწყობილები არიან, რათა ეს პრობლემები მოაგვარონ. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა…მოკლედ ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ომგამოვლილი ბიჭისა და გოგოსთვის უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში სამუშაო ყოველთვის მოიძებნება. ვგულისხმობ მშვიდობისმყოფელებს, სტაბილიზაციურ ოპერაციებს, ჰუმანიტარულ ოპერაციებსა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ როგორღაც წესრიგში იქნება მოსაყვანი….” ამბობს არესტოვიჩი.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...