მთავარისიახლეებიმსოფლიოლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

Published on

ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი, ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ თანამდებობაზე მოვიდა “დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის” დროს.

“მე ვაღიარებ… სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ”, – თქვა სიტყვით გამოსვლის დროს.

იგი პრემიერმინისტრად დარჩება, სანამ არ აირჩევენ შემცვლელს.

ტრასი პრემიერმინისტრად 5 სექტემბერს აირჩიეს. ის 6 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ოფიციალურად დანიშნა. ტრასი იყო მაღალი თანამდებობის პირებიდან ბოლო, რომელიც გარდაცვლილ მონარქს შეხვდა.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...