მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაერო-ში ირანული დრონების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ

გაერო-ში ირანული დრონების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ირანული იარაღის რუსეთისთვის გადაცემის საკითხის წამოჭრას გეგმავენ, – ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს ჩამოგდებული ირანული წარმოშობის თვითმფრინავების შესამოწმებლად იწვევს.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ გაერო-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ობიექტებზე თავდასხმისთვის ირანული დრონების გამოყენება უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციას არღვევს.

„გვსურს მოვიწვიოთ გაერო-ს ექსპერტები, ეწვიონ უკრაინას რაც შეიძლება მალე, რათა შეამოწმონ ამოღებული ირანული წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატები და ხელი შეუწყონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის შესრულებას“, – ნათქვამია უკრაინის ელჩის წერილში, რომელიც მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

ცნობისათვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებს, ოფიციალურად შეწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები თეირანთან რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების გამო.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ირანული წარმოშობის ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ თავდასხმები გააძლიერა, რაც ინფრასტრუქტურის განადგურებას და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლს იწვევს. თეირანი რუსეთისთვის აღნიშნული დრონების მიწოდებას უარყოფს

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...