მთავარისიახლეებისაზოგადოებავაკის პარკის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

Published on

ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ. 9 დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მათი ნაწილი ბრალს არ აღიარებს, მათ შორის ექსპერტები, რომლებსაც გამოძიება უსაფრთხოების შესახებ მომზადებული დასკვნის გაყალბებას ედავება.

კომპანია “გრინსერვის +-ის” წარმომადგენლების ადვოკატიც ამტკიცებს, რომ ბრალდება აბსურდულია და საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დაკავებულთა შორის არიან ელექტრო შემდუღებლები, რომელსაც გამოძიება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებას და შედეგად, ელექტროსადენების დაზიანებას ედავება, რამაც წყალზე დენის გატარება გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. მასთან ერთად დაშავდა კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. სამი ბავშვი ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა.

18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის “გრინსერვის პლუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...