მთავარისიახლეებისაზოგადოებაესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

Published on

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა [რიიგიკოგუ] 88 ხმით, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს.

რიიგიკოგუ აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო საზოგადოება. “- ნათქვამია განცხადებაში.

რიიგიკოგუ ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად და საჭიროდ მიიჩნევს აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.

“კანონის დარღვევა ვერასოდეს შექმნის უფლებას. პუტინის რეჟიმმა, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღით, რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში”, – ნათქვამია რიიგიკოგუს 85 წევრის მიერ წარდგენილ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხარდაჭერით შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებას ომში, როგორიცაა ვაგნერის დაჯგუფება და საჭიროდ მიიჩნევს აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკები” ტერორისტული ორგანიზაციებად.

თავის განცხადებაში რიიგიკოგუ ასევე გმობს რუსეთის რეჟიმის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მობილიზაცია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ.

რიიგიკოგუ ასევე მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სანქციების პოლიტიკის გაგრძელებისკენ.

განცხადებაში რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და ნატოს წევრ ქვეყნებს გაზარდონ უკრაინის როგორც იარაღით, ისე ჰუმანიტარული დახმარება და ქვეყანას მხარი დაუჭირონ ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...