მთავარისიახლეებისაზოგადოებაორის გამოყვანა შევძელი სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა - დევი მეზურნიშვილი

ორის გამოყვანა შევძელი სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა – დევი მეზურნიშვილი

Published on

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში ბავშვები გადაარჩინა, შემთხვევის დეტალებს იხსენებს. ის “ფორმულასთან” ამბობს, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, რომ წყლიდან ამოყვანილი ბავშვები გადაერჩინა.

“სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც ალბათ თვითონ ორგანიზმმა, სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა, ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მის დახმარებას, სასწრაფოც მალე მოვიდა”, – ამბობს დევი მეზურნიშვილი “ფორმულასთან”.

მისი თქმით, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვები უგონოდ იყვნენ და არ სუნთქავდნენ. მეზურნიშვილი ამბობს, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ამოიყვანა მოძრაობდა, სხვებს სასიცოცხლო ნიშნები არ ემჩნეოდათ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკაში რჩებიან. მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზეა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...