მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ჩაატარა რეაბილიტაცია, ვინ ჩაიბარა, ვინ შეამოწმა ვაკის პარკის შადრევნის აუზი -...

ვინ ჩაატარა რეაბილიტაცია, ვინ ჩაიბარა, ვინ შეამოწმა ვაკის პარკის შადრევნის აუზი – დეტალები

Published on

ახალრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევნის აუზში, დენის დარტყმის სედეგად, 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მასთან ერთად, დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა, რომელთაგან ერთი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა, მეორე კი კონტაქტურია. გავრცელდა კადრებიც, როგორ ერთობიან ბავშვები ვაკის პარკის აუზში, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე. 

ვაკის პარკის შადრევანი საზეიმოდ გუშინ საღამოს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა, თუმცა, ტრაგედიის შემდეგ ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მერიის ყველა გვერდიდან წაშლილია. თავად კახა კალაძემ გარდაცვლილის ოჯახს ხეჩინაშვილის კლინიკაშიც მიუსამძიმრა, პროფილზე კი გლოვის ნიშნად, შავი კვადრატი დააყენა. მისასმძიმრებელი ტექსტი გამოაქვეყნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. 

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ მოძიებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვაკის პარკის შადრევანისა და მისი კასკადის რეაბილიტაცია 3 442 383 ლარი დაჯდა სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიამ 2022 წლის აგვისტოში ჩაიბარა.

მიღება-ჩაბარების აქტს, მერიის მხრიდან ხელს აწერენ: გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ლექსო უტიაშვილი და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, იუზა წერეთელი. შემსრულებელი კომპანიის მხრიდან ხელმომწერი იყო შპს „გრინსერვისი+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელიაის აქციების 33%-ს ფლობს, ხოლო მისი ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძე, კიდევ 33%-ს.

„ნეტგაზეთისვე“ ინფორმაციით, სამუშაოებს ინსპექტირება კომპანია „მშენექსპერტმა“ გაუწია და დაასკვნა, რომ თბილისის მერიას და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოები „შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითებდა, რომ 2013 წელს ფურცხვანიძე და ხარშილაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, იმ ბრალდებით, რომ საჯარო სამსახურში ყოფნისას დააარსეს “გრინსერვისი” და ფიქტიური მმართველებს გადასცეს, შემდეგ კი სახელმწიფო ტენდერებში წარმატებით მონაწილეობდნენ. ჯარიმის გადახდის შემდეგ, იმავე პირებმა “გრინსერვის +” დააარსეს და მხოლოდ 2013 წლის ნოემბრიდან 2018 წლის იანვრამდე 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მაშინ მოუწოდებდა მთავრობას, რომ არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში შემჩნეულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა შეზღუდვოდათ.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...