მთავარისიახლეებიმსოფლიოყველაფერი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე - რა ვიცით ამ დროისთვის

ყველაფერი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე – რა ვიცით ამ დროისთვის

Published on

ყირიმის ხიდზე აფეთქება დაახლოებით, დილის ექვსზე (მსკ.დრ.) მოხდა. ოფიციალური ვერსიით, აფეთქდა ტრაილერი, რომელიც ხიდზე გასვლამდე ვიზუალურად შეამოწმეს და საეჭვო ვერაფერი იპოვეს. მანქანა კრასნოდარის მხარიდან ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით მოძრაობდა. რუსული მედია სამი დაღუპულის შესახებ იტყობინება.

მძღოლი, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, ყირიმის ხიდზე აფეთქებულ მანქანას მართავდა, 51 წლის გადამზიდავი, მახირ იუსუბოვია.

რუსი სამხედრო ბლოგერები მანქანის აფეთქების ვერსიის გარდა, დასაშვებად მიიჩნევენ ხიდის დანაღმვისა ან წყალქვეშა დივერსიის (წყალქვეშა უპილოტოები) ვერსიას. უკრაინელი ექსპერტები, მაგალითად, ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ “რა თქმა უნდა, ეს რაკეტა იყო”.

უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი, მინიშნებების გარდა, არ გაუკეთებია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციული ვიდეომიმართვის დასაწყისში აღნიშნა, რომ მთელ ქვეყანაში დღეს მზიანი დარი იყო, ყირიმში კი მოღრუბლულობა, “თუმცა, მაინც თბილოდა”.

ამ დროისთვის ხიდზე აღდგენილია მსუბუქი ავტომანქანების მიმოსვლა, ასევე, გაიარა პირველმა სატესტო ეშელონმა. რაც შეეხება სატვირთო მანქანებს, მათ ქერჩის სრუტის გადალახვა საბორნე გადასასვლელით უწევთ.

ყირიმის ხიდის აფეთქებიდან მალევე, ქერჩში რიგები გაჩნდა ბენზინგასამართ სადგურებთან, სევასტოპოლში კი სუპერმაკეტების დახლები დაცარიელდა.

ხერსონის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქიდან გახიზნავენ ბავშვებსა და მშობლებს.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, ოკუპანტებს ხერსონის დაჯგუფების მომარაგება შემოვლითი გზით უწევთ, რაც კოლონების დაბომბვის შანსებს ზრდის. დღეს უკვე დაიბომბა რამდენიმე ასეთი კოლონა. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...