მთავარისიახლეებიაქვს ტემპერატურა, წნევა, აკანკალებს, რაღაც ძალიან ცუდი სურათია - ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

აქვს ტემპერატურა, წნევა, აკანკალებს, რაღაც ძალიან ცუდი სურათია – ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

მისივე თქმით, ის არ სვამს წამლებს, ვერ იღებს საკვებს. აქვს ტემპერატურა და წნევა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია, რა შედეგი გამოიტანა გუშინდელმა სასამართლო პროცესმა ვხედავთ ყველაფერს. ტემპერატურა აქვს 38, წნევა მაღალი, აკანკალებს, რაღაც ძალიან ცუდი სურათი არის. ახლა სათანადო კვლევები ჩაუტარდება, მედიკამენტებს არ სვამს, ვერ ჭამს, წამლებს არ იღებს იმიტომ რომ ამბობს, რომ შედეგი არ აქვს ამ წამლებს” – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, კლინიკა “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მეგობრები,ოჯახი და პარტიის წევრები იკრიბებიან. ბოლო საათების განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...