მთავარისიახლეებიმსოფლიორუსული "უჩინარი წყალქვეშა ნავი" - მითი თუ რეალობა?

რუსული “უჩინარი წყალქვეშა ნავი” – მითი თუ რეალობა?

Published on

ორშაბათს, უცხოურ პრესაზე დაყრდნობით, სადაც თავის მხრივ, მითითებული იყო, რომ სტატია ნატოს დაზვერვის მონაცემებს ეფუძნებოდა, დაიწერა, რომ  რუსული, ბირთვული ტორპედოს მატარებელი წყალქვეშა ნავი ბაზიდან გავიდა, ალიანსმა კი მოკავშირეები გააფრთხილა. 

“NATO მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული ქობინით აღჭურვილი ტორპედო “პოსეიდონი” გამოიყენოს, რომელსაც “რეაქტიული ცუნამის” გამოწვევა შეუძლია. წყალქვეშა ნავზე К-329 «‎Белгород»‎ – პოსეიდონის 6 ტორპედოა. ამასთან, ისინი სითბურ ტალღებს არ ასხივებენ, რითაც ნატოს შეუძლია მათი ადგილმდებარეობის დადგენა. შესაბამისად, ჯერ დაუდგენელია, რა მიმართულებით წავა ბაზიდან გასული რუსული წყალქვეშა ნავი”, – აღნიშნული იყო სტატიაში. 

ცხადია, ამ ინფორმაციის გავრცელებას პანიკასთან ახლოსმდგომი რეაქცია და აჟიოტაჟი მოჰყვა. მედიასაშუალებები ინტერპრეტაციებით დღესაც არ იღლებიან. ამ ფონზე ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ კომპეტენტური, საქმეში კარგად ჩახედული პირები. 

ერთ-ერთი ასეთი, სოციალურ ქსელში აქტივობითა და ვითარების ხშირი ანალიზით გამორჩეული ანდრია თორელი წერს:

“მოკლედ, ცოტა უფრო გასაგები რომ იყოს ნავის გაუჩინარებაზე – წყალქვეშა ნავებს უდავოდ აქვთ ფარულობის და მოულოდნელობის დიდი ეფექტი, მაგრამ მაინც აქვთ ნაკლი და შეზღუდვა და ეს გამოწვეულია მათი მოქმედების გარემოთი და სპეციფიკით, ანუ:

1. წყალქვეშა ნავები, ფიზიკის კანონების თანახმად, სრულიად გასაგები მექანიზმებით და მეთოდებით, მოქმედებენ წყალში, რომელიც ასევე ემორჩილება ფიზიკის კანონებს.

2. ნავი ფიზიკური სხეულია, ფიზიკური სხეულია ასევე წყალიც და ორივეს ფიზიკური პარამეტრები გაზომვადია, უძრავადაც და ნავის მოძრაობისასაც. შესაბამისად სხეული ვერ იქნება აბსოლუტურად უჩინარი, თუ ის ზემოქმედებს მეორე სხეულზე, რომელიც გამოჩენადია და რომელზე გადაცემული მოქმედებებით აღძრული ანომალიური ცვლილებებიც გაზომვადია.

3. წყალქვეშა ნავს, მისი აგებულებიდან გამომდინარე, რამდენიმე პარამეტრი აქვს, რომელიც სათანადო ხელსაწყოების მეშვეობით მოწინააღმდეგეს ატყობინებს ნავის არსებობას წყალში, მის მოძრაობას და ა.შ. მაგალითად, კილვატერული კვალი, კავიტაცია, ელექტრომაგნიტური და ჰიდროაკუსტიკური სიგნატურა, თერმული სიგნატურა, წყლის მასების ანომალიური ცვლილება კონკრეტულ უბანზე, ნავის მექანიზმების ვიბრაციით გამოწვეული ფონი, აქტიური რადიო და ელექტრონული გამოსხივება და ა.შ.

[რუსეთის] მოწინააღმდეგეს გააჩნია ოთხკომპონენტიანი ნავსაწინააღმდეგო სისტემა – საზღვაო(წყალზედა/წყალქვეშა)… სახმელეთო, საჰაერო, კოსმოსური. ეს სისტემა ერთობლივად აანალიზებს ასიათასობით კვადრატული კილომეტრის საზღვაო სივრცის პარამეტრებს და უთვალთვალებს რუსების და ალიანსის მოწინააღმდეგეთა ყველა წყალქვეშა ნავს.

პლუს, რუსების წყალქვეშა ნავების მოძრაობის და თავმოყრის რაიონებთან მუდმივად მორიგეობენ ნატოს ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და ბირთვული წყალქვეშა ნავები. ასე რომ, გამორიცხეთ, ნავი სადმე უჩინრად წასულიყო.

მე ველოდები კურსკი-2 სცენარს: სადმე რამეს ან გლახად წამოედება ეგ ნავი ან, რაშიც დიდად დარწმუნებული ვარ, რუსების წყალქვეშა ფლოტში არსებული სიტუაციიდან, კვალიფიციური სარემონტო და მომსახურე პერსონალის ნაკლებობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ძალიან მალე უნდა შეექმნას სერიოზული ტექნიკური პრობლემები, რაც გლობალურ პრობლემად შეიძლება იქცეს.

გარდა ბირთვული რაკეტებისა, მასზე უზარმაზარი სიმძლავრის ბირთვული რეაქტორი აყენია, რომლის აფეთქებაც საკმაოდ მძლავრი და საშიში იქნება.

.ს: ჟიულ ვერნის “ნაუტილუსის” დევიზი – “მოძრავი მოძრავში” ამ პოსტის ფილოსოფიას კარგად გამოხატავს – ორი ფიზიკური სხეულის ურთიერთქმედების და მათ მიერ გარემოზე ზემოქმედების შედეგები გაზომვადია და გაუჩინარება გამორიცხულია.

“არც ავტომატები მოგვცეს, არც ჩაგვაცვეს, არც დაგვახურეს, ნახევარზე მეტი პახმელიაზეა…” – მობილიზებული

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...