მთავარისიახლეებიმსოფლიოჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ...

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს

Published on

მედიის ცნობით, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ მომენტისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს.

ბორელის თქმით, ახლა მთავარია, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება, რასაც, მისი შეფასებით, ეფექტი აქვს.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა პირველად გამოიყენა თავისი სახსრები იარაღის შესაძენად და საომარ ვითარებაში მყოფი მესამე ქვეყნისთვის მისაწოდებლად.

„ამერიკის შეერთებული შტატების წვლილთან ერთად, ეს არის ის, რამაც საშუალება მისცა უკრაინას დაეცვა თავი“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში კრემლის მხრიდან ყალბი რეფერენდუმების გამართვაზეც და აღნიშნა, რომ არავინ აღიარებს ამ ტერიტორიების ანექსიას. მისი თქმით, უკრაინის რეგიონების ანექსიის მცდელობა თითქმის შეუძლებელს ხდის ომის დასრულებას.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...