მთავარისიახლეებიმსოფლიოკულება: ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება

კულება: ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება.

კულებას თქმით, უკრაინა NATO-ს წევრების პოზიციის ცვლილებას იმედოვნებს, რომლებიც ადრე სკეპტიკურად უყურებდნენ უკრაინის ალიანსში შესვლას, რადგან როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, სწორედ უკრაინაში წყდება ევროატლანტიკური სივრცის მომავალი.

“ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. და იმ სახელმწიფოებმაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, თავიანთ პოზიციებს უნდა გადახედონ ამ ახალ გარემოებებში,” – თქვა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა დღეს არის სახელმწიფო, რომელიც ომის მიუხედავად, რეფორმების განხორციელებას აგრძელებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ NATO გადაწყვეტს განსაზღვროს იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომელიც უკრაინამ უნდა გადადგას ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად, ქვეყანა მზად არის ამ ნაბიჯების გადასადგმელად.

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.

“დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს გახდეს დე იურე. პროცედურის თანახმად, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით,” – განაცხადა ზელენსკიმ.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...