მთავარისიახლეებიმსოფლიოამბოხებულებმა ზიმბაბვეს პრეზიდენტი მძევლად აიყვანეს

ამბოხებულებმა ზიმბაბვეს პრეზიდენტი მძევლად აიყვანეს

Published on

ზიმბაბვეში სამხედროებს ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და მისი დაცვის წევრები მძევლად ჰყავთ აყვანილი, – ამის შესახებ გამოცემა News24 იუწყება. 
 
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მუგაბე თანამდებობიდან გადადგომისთვის მზად არის. მან ასევე მოითხოვა, რომ ჯარმა მის მეუღლეს ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ნაწილებიდან დედაქალაქ ჰარარეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონები დაიძრა. გავრცელდა ცნობები სამხედროების მიერ ტელეცენტრის დაკავების შესახებ. თუმცა 
ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნულს ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის დამხობისთვის კი არ იბრძვიან, არამედ მის გუნდში მოკალათებული  „დამნაშავეების“ წინააღმდეგ.
 
,,გარწმუნებთ, რომ მის უდიდებულესობა პრეზიდენტსა და მის ოჯახს არაფერი ემუქრება, გადატრიალებას გამოვრიცხავთ, მაგრამ  დამნაშავეებს მთავრობაში, რომელთაც პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა ქვეყანა, პასუხს ვაზღვევინებთ – განაცხადა აღებული ტელეცენტრის ეთერიდან ნიღბიანმა სამხედრო ჩინოსანმა, რომელშიც ზიმბაბვეს არმიის გენშტაბის ზურგის სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი მოიო  ამოიცნეს  
სიტუაცია ზიმბაბვეში გამძაფრდა მას შემდე, რაც რობერტ მუგაბემ, რომელიც 37 წელია მართავს ქვეყანას, დაითხოვა ვიცე პრეზიდენტი და დააპატიმრა მისი პოლიტიკის  ყველაზე გავლენიანი  კრიტიკოსი.  
ამას  ქუჩებში ტანკების გამოჩენა მოყვა. რის შემდეგაც მუგაბემ საჯაროდ დადო ბრალი სახელმწიფო ღალატში არმიის მთავარსარდალს კონსტანტინო ჩივენგას, რომელმაც განაცხადა, რომ, თუ  მუგაბემ ხალხისა არ ისმინა, კრიზისში არმია ჩაერევა. 
 
სპეციალისტებს უჭირთ დაბეჯითებით თქმა, რა შანსები აქვთ მუგაბეს და მის მოწინააღმდეგეებს.  მუგაბეს მძევლად აყვანამდე მისმა მეუღლემ გააკეთა განცხადება, რომ არჩევნების გზით  მუგაბეს ვერავინ დაამარცხებდა – თუ მას რამე დაუშავეს, ჩვენ არჩევნებზე გავიტანთ მის ცხედარს და იგი გაიმარჯვებს.'' 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...