მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 218-ე დღეს - უკრაინელებს ლიმანიდან კილომეტრებიღა აშორებთ

რა უნდა ვიცოდეთ ომის 218-ე დღეს – უკრაინელებს ლიმანიდან კილომეტრებიღა აშორებთ

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთით წინსვლას აგრძელებენ და საბოლოოდ გაიმყარეს პოზიციები მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე. ამის გარდა, უკრაინელები წარმატებით უტევენ ლიმანის მიმართულებაზე. 

ექსპერტების აზრით, უკრაინელებმა მდინარე ჟერებეცის მიმართულებით შეუტიეს და აქცენტი ლიმანის ალყაზე გააკეთეს, სვატოვეს მიმართულებით შეტევისთვის კი კუპიანსკის მარცხენა სანაპიროზე ჯერ პლაცდარმს აფართოვებენ. ლიმანის ალყა სვატოვედან რუსების გაძევებას ან სულ მცირე მდინარე კრასნა რიკას მარცხენა სანაპიროზე სრულად გადაყრას ვერ გამოიწვევს, სვატოვეს მიმართ შეტევა კი თავისთავად ლიმანის ალყას იწვევს.

ამ მომენტისთვის, უკრაინელები ლიმანის ჩრდილოეთით უკვე მიადგნენ მდინარე ჟერებეცის ნაპირებს. ლიმანზე შეტევა პრაქტიკულად ყველა მხრიდან ვითარდება და ძალიან ახლოა მომენტი, როდესაც იქ არსებული დაჯგუფება ალყაში მოექცევა.

თუ რუსებმა ვერ შეძლეს ამ მიმართულებით რაიმე სერიოზული რეზერვების გადასროლა (რისი ინდიკატორებიც არ ჩანს) სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში (შესაძლოა საათებშიც კი) უკრაინული ძალები ლიმანის გარშემო ალყას შეკრავენ და თუ რუსულმა მეთაურობამ საიდანმე თავისუფალი ძალები არ დაახმარა ამ მიმართულებას, ბალაკლეა-კუპიანსკი-იზუმის დონის კატასტროფა არ აცდებათ.

ლიმანის მიმართულებით რუსეთისთვის არახელსაყრელ პოზიციებზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექს არესტოვიჩმაც ისაუბრა:

“ვერა, ლიმანისკენ ვერავინ ვერავის დაეხმარება, ამ წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს, ლიმანთან რუს სამხედროებს პატარა, სიმპათიური “კატიოლი” ელოდება” – ამბობს ოლექს არესტოვიჩი.

არესტოვიჩმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანული დრონები ფრონტზე ვითარებას ვერ ცვლის და მოკავალშიც ვერ შეცვლის, რადგან მათ უკვე წარმათებით “ყრიან” უკრაინელთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები” .

რაც შეეხება რუსეთის არმიის მოქმედებებს, თვით პროპაგანდისტებიც კი აღიარებენ, რომ მდგომარეობა მათთვის კატასტროფულია. მაგალითად, ცნობილი ტერორისტი იგორ გირკინის (სტრელკოვი) თქმით, როგორც კი რუსეთი მას გამოიყენებს, ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ და ის გამოიყენებს რუსეთის წინააღმდე სამ თვეში, თუ არა უფრო ადრე.

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული სამხედრო გამარჯვებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის...

გინდა ომის დასრულება? – დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე-ზელენსკი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულებისთვის საჭიროა როგორც დიპლომატიური ძალისხმევა, ისე პარტნიორების...