მთავარისიახლეებიმსოფლიო"წყალქვეშ მივდიოდით, ჩაძირული მინდვრით..." - უკრაინელები ლიმანის ალყის დეტალებზე

“წყალქვეშ მივდიოდით, ჩაძირული მინდვრით…” – უკრაინელები ლიმანის ალყის დეტალებზე

Published on

დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანთან, ათასობით რუსი ჯარისკაცი ალყის საშიშროების ქვეშაა. ZSU წინსვლას აგრძელებს და ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს. “ნასტოიაშეე ვრემიას” მებრძოლები უყვებიან, რა ხდება დონბასში.

უკრაინელებმა მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირება შეძლეს და დასახლება შოროვე დაიკავეს. 

“ეს ღამის სვლა იყო. ჩვენ გადავდიოდით მინდორით, რომელიც ჩაიძირა, რადგან მდინარის ჯებირი ააფეთქეს. და ჩვენ წყალში მივდიოდით, ზოლში. ის ადგილი ვიცოდით, ადრე როგორი იყო და ამის მიხედვით, ორიენტაციით მივდიოდით”, – იზსენებს ამ ოპერაციის ერთი მონაწილე. 

შუროვე ლიმანისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი სოფელია. ლიმანამდე ხელის გაწვდენაღაა დარჩენილი. ამ გარღვევის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები. მაგრამ დეტალებს ჯერ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა არ ასაჯაროებს. 

უფრო ადრე უკრაინელება მდინარე ოსკოლთან მდებარე სოფელი გაათავისუფლეს. ეს რუსეთის თავდაცვის ხაზის სხვა მიმართულებაა ლიმანის დაცვაში. აქაც მდინარის ფორსირება და ერთი ხაზის გარღვევა მოხდა. შეჭრის სიღრმეზე ჯერ არაფერს ამბობენ, ცნობილია მინიმუმ, ერთი დაბრუნებული დასახლების შესახებ. 

პესკი-რედკოვსკის სკოლის თავზე ისევ უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსული ტელეგრამ-არხები აღიარებენ და რუკასაც აქვეყნებენ, მაგრამ უკრაინელი მეომრები ირწმუნებიან, რომ გარღვევა ბევრად მასშტაბურია. 

“ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ისეთ ოპერაციებს ატარებენ, რომელთა დროსაც თავიანთ დანაყოფებს სასიკვდილო საფრთხე ნაკლებად ემუქრება. ანუ, ისინი არ იწყებენ შეტევებს იმ მიმართულებებზე, რომლებზეც რუსები კარგად არიან გამაგრებული. ისინი ცდილობენ, ალყა შემოარტყან რუსულ შენაერთებს, რომლებიც ლიმანში არიან, მათ სამხრეთიდანაც უვლიან და ჩრდილოეთიდანაც”, – ასე ხსნის უკრაინის არმიის მოქმედებას უკრაინის გენშტაბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმირ სელეზნიოვი. 

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ რუსი სამხედროებისთვის ლიმანის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ უკრაინის არმიის წინსვლა შეაჩერონ. 

“ისინი ფიქრობენ, რომ ეს მნიშვვნელოვანი პუნქტია ლუგანსკის ოლქისკენ უკრაინული შეტევის დასასტაბილურებლად. იქ მეოცე არმიის ერთი გვარდიული სატანკო დანაყოფია და ასევე ის, რაც მე-3 და 144-ე მომტომსროლელი დივიზიისგან დარჩა”   ამბობს ექსპერტი კონსტანტინ მაშოვეცი.

ამასთან, ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია და მისგან ერთდროულად რამდენიმე მიმაღთულება იხსნება – ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისკენ, ასევე სვატოვოსკენ. სამხედრო ექსპერტების თქმით, ლიმანისკენ რუსები დამატებით ძალებს აგზავნიან, ასე რომ იქ სწრაფი გამარჯვება ვერ მიიღწევა. 

“იქ საკმაოდ ძლიერი თავდაცვის ხაზი ივლება რუსი ოკუპანტების მიერ. მე მგონია, რომ ლიმანისთვის ბრძოლა ჯერ ისევ გაგრძელდება”, -ამატებს სელეზნიოვი. 

ლუგანსკის ოლქში ახალმობილიზებული ოკუპანტებით სავსე ეშელონი ააფეთქეს

სიახლეები

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...

რუსეთის შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო...

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს....

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...