მთავარისიახლეებისაზოგადოებამუმლაძე ენმ-სგან ოფისში მომხდარი დაპირისპირების კადრების გასაჯაროებას ითხოვს

მუმლაძე ენმ-სგან ოფისში მომხდარი დაპირისპირების კადრების გასაჯაროებას ითხოვს

Published on

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებისთვის მას არ მიუმართავს და თენგო სანაიას წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია. გიორგი მუმლაძე მოითხოვს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გასაჯაროვოს 19 სექტემბრს ოფისში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რითიც გაირკვევა ვინ და როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად.

“დადეთ მტკიცებულება, როდესაც ამბობთ, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე უსაფუძვლოდ და ასე შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელია, რომ ეს იყო შეთანხმებული, თუ როგორ უნდოდათ ჩემი პროვოკაციაზე წამოგება. მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ მე არ მივმართავდი პოლიციას, რადგან არ ვენდობი, გავავრცელე საჯაროდ ჩემი დაცვის უზრუნველყოფისთვის, და როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ დაიწყო ამაზე გამოძიება”, – ამბობს გიორგი მუმლაძე.

ენმ-ს წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ გიორგი მუმლაძე პარტიის აქტიური წევრების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს, შემდეგ კი ეს ყვალაფერი მათი დაკავებით მთავრდება. დოლიძე ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული “ბინძური კამპანია” პარტიის წინააღმდეგ

სიახლეები

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ინფორმაცია...

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...