მთავარისიახლეებიმსოფლიოWP: აშშ-მ რუსეთს პირადი გაფრთხილებები გაუგზავნა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

WP: აშშ-მ რუსეთს პირადი გაფრთხილებები გაუგზავნა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

Published on

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს პირადი გაფრთხილებები გაუგზავნა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ – ამის შესახებ The Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე თვეა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვს პირად შეტყობინებებს უგზავნის და აფრთხილებს რუსეთის ხელმძღვანელობას იმ სერიოზულ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვეს.

The Washington Post-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ეს გაფრთხილებები განზრახ ყოფილიყო ბუნდოვანი – „ასე რომ, კრემლი წუხს იმაზე, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს ვაშინგტონმა“.

შეტყობინებები სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით გაიგზავნა, თუმცა შინაარსი და ის, თუ ვინ გადასცა ისინი რუსეთის ხელისუფლებას, არ სახელდება.

ასევე უცნობია, გაგზავნა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ახალი მესიჯები მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბრის გამოსვლაში მუქარა კიდევ ერთხელ გაიმეორა. The Washington Post-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეტყობინებები თანმიმდევრულად იგზავნებოდა ბოლო თვეებში.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...