მთავარისიახლეებისაზოგადოება7-8 წელში საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება - სამხარაძე

7-8 წელში საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება – სამხარაძე

Published on

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პრემიერის გაეროში გამოსვლას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო წამყვან ხუთ ეკონომიკაში შვეიცარიასთან ერთად შედის.

სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბეა, თუმცა თუ ეკონომიკა ამ ტემპით წავა, 7-8 წლის თავზე სიღარიბე აღარ იქნება.

“ეკონომიკის ზრდის შესახებ შენ ვერავის ვერ მოატყუებ, ვერც საკუთარ მოსახლეობას და ვერც საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აისახება ციფრებში და იცით, რომ მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, სტატისტიკაც, შესაბამისად სტატისტიკური მაჩვენებლებით ჩვენი ეკონომიკა იზრდება. დღეს გვაქვს ის რეალობა, როდესაც არის სიღარიბე სამწუხაროდ, თუმცა თუ მომავალი 6-7 წელი ასეთივე ზრდა გვექნება მაშინ მე შემიძლია გითხრათ, რომ 7-8 წლის თავზე საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება” – თქვა სამხარაძემ

სიახლეები

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...

საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის...

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...